შარში გაეხვა - ზურიკოს თანაგუნდელმა მეტოქეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა, მისი უკრაინელი თანაგუნდელი დანილო იგნატენკო კი შარში გაეხვა.

„ეკიპის“ ცნობით, 27 წლის იგნატენკომ მეტოქე გუნდის მცველს ალიუნ ბას black pussy უწოდა, რაც შეიძლება ორაზროვანი გამონათქვამი იყო და „შავ პლაკსას“ გულისხმობდა.

ბამ ამის თაობაზე მსაჯს შესჩივლა, რომელმაც ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა, თუმცა დანილო არ გაუფრთხილებია.
ორივე კლუბმა ოფიციალური განცხადებით რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაგმო. საკითხს სადისციპლინო კომიტეტი 16 მაისს განიხილავს და შეიძლება იგნატენკო დასაჯონ.

ის ზაპოროჟიელია,
თამაშობდა „მეტალურგში“, „შახტარში“, „მარიუპოლში“, „ფერენცვაროშში“ და „დნიპრო 1“-ში, ჟირონდული გუნდში 2022 წელს გადავიდა, რომლის რიგებში მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისის დინამო რომან ფიფიას გარეშე...მოაშორეთ ეს კაციი დინამოსს თუ არა მთალდ გაფარჩაკებს ბოლო დ9ნეზეე გუნდს
დინამო შე საცოდავო
23:52 26-04-2024
2
შავ იმას ნიშნავს!:-)
ლაშა
23:03 26-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული