გუშინწინ, 27 აპრილს პარიზულმა გუნდმა შინ "ლე ავრთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. მეორეადგილოსანი "მონაკო" კი გუშინ "ლიონთან" 2:3 დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პსჟ-სა და "მონაკოს" შორის სხვაობა 12 ქულა გახდა და მონაკოელები პარიზელებს ვეღარ დაეწევიან.
პსჟ-მა ლიგა 1 ზედიზედ მესამედ, ისტორიაში, კი მეთორმეტედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ 12 ტიტულიდან 10 ბოლო თორმეტ სეზონზე მოდის. ხაზგასასმელია ის, რომ Qatar Sports Investments-მა კლუბი 2011 წელს შეიძინა.
"პარი სენ ჟერმენს" საფრანგეთის
ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.
მეორე-მესამე ადგილებს 10-10 ტიტულით