პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
დი მარციოს მტკიცებით, სეზონის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებას განიხილავენ. დონარუმას პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
იტალიელს სურს, პსჟ-ის კაპიტანი გახდეს. ამ სეზონში მან ლიგა 1-ის 25 მატჩში 20 გოლი გაუშვა.