ლიგა 1-ის ბინადარი კლუბი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მონაკოში და კონტრაქტს გააფორმებს.
აღსანიშნავია, რომ ილანიხენა "ანტვერპენის" ყველა დროის რეკორდული ტრანსფერია. ამომავალი ვარსკვლავი ბელგიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "ამიენიდან" 6 მილიონ ევროდ დაიმატა. გასულ სეზონში მან ბელგიის ჩემპიონატის 37 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ილანიხენა "მონაკოში" გიორგი მიქაუტაძის უარის შემდეგ გადავიდა, რომელმაც თავის მხრივ, კარიერის გაგრძელება "ლიონში" გადაწყვიტა.