"არ მინდა, ერთმა ფეხბურთელმა 40 გოლი გაიტანოს, ჩვენი მიზანია..." - ენრიკემ პსჟ-ის შეტევაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდიდან კილიან მბაპეს წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა გუნდი შეტევაშიც და დაცვაშიც უფრო ძლიერი გახდა. პარიზელთა დამრიგებლის თქმით, მისი მიზანია, გოლი ყველამ გაიტანოს და არა ერთმა ფეხბურთელმა 40 შედეგიანი დარტყმა განახორციელოს. 

"გასულ სეზონში უკვე გითხარით, რომ შეტევაშიც და დაცვაშიც უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლებოდა. მჯერა, რომ ასეც მოხდა და ამაზე ციფრები მეტყველებს.

ადრეც აღვნიშნე, რომ არ მინდა ერთმა მოთამაშემ 40 გოლი გაიტანოს, არამედ მეტოქის კარი ყველა ფეხბურთელმა უნდა აიღოს, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა.

პროგრესი უნდა განვაგრძოთ. იმ სიტუაციაში, რომელშიც ზაფხულში აღმოვჩნდით, არ გვსურდა, მაგრამ ასე მოხდა და გუნდი ამას მომწიფებული შეხვდა", - თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორად მსჯელობს ენრიკე. ის ერთი ფეხბურთელი რომ დაგემტვრეს ან ხასიათზე არ იყოს მეორე კაცი არ უნდა იყოს, რომელიც ბურთს გაიტანს და გუნდს მოაგებინებს?
ჟორა გაბრიჭიძე
16:47 07-02-2025
1
არ გინდა კაია არ უნდა გერგებოდეს P კვარა გაიტანს 40 გოლს P
zura222
21:57 07-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული