დამაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხვიჩა კვარაცხელია იმიტომ არსებობს, მოედანზე ის აკეთოს, რასაც
კვარაცხელიამ "მონაკოსთან" მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა, ამის მიღმა კი ბევრ რამეს აკეთებდა - აპრესინგებდა მოწინააღმდეგეებს მათსავე საჯარიმოსთან ახლოს და ამას მარჯვენა ფლანგიდანაც აკეთებდა. ქართველის თამაში პირველად რომ გენახა, ვერაფრით გადაწყვეტდი, მისი ოპტიმალური პოზიცია რომელი იყო, ფორვარდობაც რომ ასე ოსტატურად შეითავსა...
ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნების კონტექსტში, ლუის ენრიკეს პრობლემები მოსაგვარებელი აქვს. "ლივერპულის" თუ "ბარსელონას" მატჩებს ვუყურებთ და რთული სათქმელია, მათთან პოტენციურ მერვედფინალში პარიზელთა ეს უკანა ხაზი დატვირთვას რამდენად გაუძლებს(ერთ ეპიზოდში პაჩო ძალიან კი მოგვეწონა). ამის დაბალანსებას, პირველ რიგში, შეტევითა და უფრო მეტი გოლით რომ ეცდებიან, ცხადია, რითაც ნეიტრალური გულშემატკივარი არ მოიწყენს.
კიდევ ერთი საკითხი შესაძლო ეგოიზმს გულისხმობს. ასეთი განცდა რჩება, ბარკოლაც და ხვიჩაც ყველაზე კარგად თავს მაინც მარცხნივ გრძნობენ და პერიოდულად ადგილებს კი ცვლიან, თუმცა იქნებ ფრანგს თავდაპირველად მარჯვნივ დაწყება არ ახარებს. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ასე გამოჩნდა, როცა ბრედლი მარცხნივ გადადის, თითქოს შემართებაც უფრო ეზრდება და რაღაც უკეთაც გამოსდის. შიდა აურის გაუარესება ასეთ დროს მაინც რეალურია და თუკი ესპანელი მწვრთნელი ამას დაძლევს, წინ ბევრი კარგი რამ გველის!..
მეგობარო, არაფერი მჭირს ჩასასაფრებელი. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი სანადიროდ და მას მერე არაფერს არ ჩავსაფრებივარ. :)
ზოგადად, სათაური და სტატია რაღაც შესაბამისობაში მაინც უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან.
ადრე, ერთი სპორტული ჟურნალი გამოდიოდა საქართველოში. იქ წავიკითხე სტატია სათაურით - ,,ადამიანი, რომელსაც არასოდეს უყურებია ფეხბურთისთვის".
მოზრდილი სტატია იყო რომელიღაც ფეხბურთელზე. მის კარიერაზე. . . და ზუსტად ბოლო წინადადებაში ეწერა, რომ ამ ფეხბურთელის მამა არის ალბათ ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არასოდეს უყურებია ფეხბურთისთვის. :)