ხვიჩამ მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა - რაც ყელში ამოგვივიდა!..

AutoSharing Option
რთულია, პასუხისმგებლობა სხვის ნაცვლად აიღო, თუმცა როცა ვწერთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მოცემულობაში შედეგიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობა სჭირდება, ზუსტად ვიცით, ის ამაზე ორიენტირებული იქნება და შედეგსაც დავინახავთ; რთულია ისიც, ორიოდ დღეში თანაგუნდელებთან შეთამაშება უმაღლეს დონეზე აიყვანო და "მონაკოსთან" იმავე ფაბიან რუისთან თითქმის თვალდახუჭული ურთიერთგაგება ვნახეთ, რასაც თავიდანვე ყველაზე მეტად ველოდით; რთულია, იმ დონის მწვრთნელების კომპეტენციაში შეხვიდე, როგორიც თუნდაც კონტეა, თუმცა ხომ გამოჩნდა, "კვარას" ნდობა და მინდორზე თავისუფლების მინიჭება როგორ უხდება...

დამაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხვიჩა კვარაცხელია იმიტომ არსებობს, მოედანზე ის აკეთოს, რასაც
პარასკევს ღამით ვუყურებდით - ბევრი ესთეტიკა, ქუსლით პასები, საკუთარ თავზე თამაშის აღება და ლამაზი გოლის შექმნა. პსჟ იქნებ სწორედ ამიტომაცაა საუკეთესო არჩევანი - აქ ნაკლებად ეტყვიან, რომ გაშვებულ გოლამდე ცოტა ადრე ბურთი დაკარგა, რასაც მერე სახიფათო იერიში და გოლი მოჰყვა. ის, რასაც ბოლოდროინდელ, თუნდაც საჩემპიონოდ შემზადებულ "ნაპოლიში" ვნახულობდით, ხვიჩას კი არა, ჩვენც მოგვბეზრდა, ზომაზე მეტი პრაგმატიზმი ყელში ამოგვივიდა!..

Sportall.Ge

კვარაცხელიამ "მონაკოსთან" მხოლოდ ლამაზი თამაში გადაწყვიტა, ამის მიღმა კი ბევრ რამეს აკეთებდა - აპრესინგებდა მოწინააღმდეგეებს მათსავე საჯარიმოსთან ახლოს და ამას მარჯვენა ფლანგიდანაც აკეთებდა. ქართველის თამაში პირველად რომ გენახა, ვერაფრით გადაწყვეტდი, მისი ოპტიმალური პოზიცია რომელი იყო, ფორვარდობაც რომ ასე ოსტატურად შეითავსა...

ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნების კონტექსტში, ლუის ენრიკეს პრობლემები მოსაგვარებელი აქვს. "ლივერპულის" თუ "ბარსელონას" მატჩებს ვუყურებთ და რთული სათქმელია, მათთან პოტენციურ მერვედფინალში პარიზელთა ეს უკანა ხაზი დატვირთვას რამდენად გაუძლებს(ერთ ეპიზოდში პაჩო ძალიან კი მოგვეწონა). ამის დაბალანსებას, პირველ რიგში, შეტევითა და უფრო მეტი გოლით რომ ეცდებიან, ცხადია, რითაც ნეიტრალური გულშემატკივარი არ მოიწყენს.

Sportall.Ge

კიდევ ერთი საკითხი შესაძლო ეგოიზმს გულისხმობს. ასეთი განცდა რჩება, ბარკოლაც და ხვიჩაც ყველაზე კარგად თავს მაინც მარცხნივ გრძნობენ და პერიოდულად ადგილებს კი ცვლიან, თუმცა იქნებ ფრანგს თავდაპირველად მარჯვნივ დაწყება არ ახარებს. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ასე გამოჩნდა, როცა ბრედლი მარცხნივ გადადის, თითქოს შემართებაც უფრო ეზრდება და რაღაც უკეთაც გამოსდის. შიდა აურის გაუარესება ასეთ დროს მაინც რეალურია და თუკი ესპანელი მწვრთნელი ამას დაძლევს, წინ ბევრი კარგი რამ გველის!..

altესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

altკვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაგრა მომეწონა ხვიჩას გოლის დროს დემბელე და ბრაკოლა პირველები მივიდნენ მოსალოცად. თითქოს ჩანს რომ შური და ბოღმა არ იქნება. და თუ ეს ესე იქნება ეს სამეული ნებისმიერს გაარღვევს რეალიდან დაწყებული ნებისმიერით დამთავრებული.
ლაშა
13:52 09-02-2025
4
ჯერ ადრეა. კვარა ადგილს ეძებს. ენრიკესაც ეგ უნდა და ხელს უწყობს. ბარკოლა თავის ადგილზე მაგარია. მე არ მესმის რატომ უნდა მიეჯაჭვოს კვარა მარცხენა ფრთას? მითუმეტეს სანიოლიც ცდილობს ხვიჩას სივრცე ჰქონდეს გარშემო, თავის გამოსაჩენად. ფაქტიურად ენრიკემდეც იგივე უნდოდა.
მოკლედ, საჭიროა მოთმინება. მე დიდი იმედი მაქვს.
მწარე
11:20 09-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული