![](https://sportall.ge/pictures/image5/180811cdda17ac13587242d9b1d1e1e3.jpg)
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "იუვენტუსს" პსჟ-სგან იჯარით აყვანილი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნება სურს.
26 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას მისი თამაში მოეწონა.
ამიტომ "იუვე" კოლო მუანისთან იჯარის ერთი სეზონით გაგრძელებას შეეცდება, რის შემდეგაც 40-45 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.