
GFFN ჟურნალისტ საშა ტავოლიერიზე დაყრდნობით წერს, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას თამაშით უკმაყოფილოა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს.
"ეკიპის" ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" დონარუმას შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს - ლუკა შევალიე (ლილი) და მაიკ მენიანი (მილანი). მენიანს "როსონერისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერ გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
თუ პსჟ-მა მეკარე შეიძინა, დონარუმა იტალიაში დაბრუნდება.