![](https://sportall.ge/pictures/image5/5f60b6a3789e49053989b9ecaea53f90.jpeg)
32 წლის მცველი ნიკოლას ტალიაფიკო ზაფხულში "ლიონს" დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Get Football News France ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, არგენტინელი მწვრთნელის, პიერ საჟის გადაყენების გამო უკმაყოფილოა, კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ტალიაფიკო "ლიონში" 2022 წელს "აიაქსიდან" გადავიდა, ამჟამად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.