პსჟ-ს კატარელებმა შეიძლება დაფინანსება შეუწყვიტონ

AutoSharing Option
RMC Spor-ის ცნობით, 5 თებერვალს, პსჟ-ის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში, ხმის მიცემის თავისუფლების ხელყოფაში და კომპანია Lagardère-ს საზიანოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

სავარაუდოდ, ალ-ხელაიფიმ საკუთარი გავლენა ისე გამოიყენა, რომ QIA (Qatar Investment Authority), რომელიც მაჟორიტარული აქციონერია, შეცვალა თავისი ხმა Lagardère-ს ჯგუფის მართვის შესახებ დავაში.

ამან კატარში აღშფოთება გამოიწვია და შეიძლება საფრანგეთში პსჟ-სა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ. პარიზული კლუბი კატარიდან ინვესტიციებს 2011 წლიდან იღებს და მას შემდეგ გუნდი თერთმეტჯერ გახდა ქვეყნის ჩენპიონი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოკლედ რა მიკვირს ხალხის, მითუმეტეს ჩვენი ქართველი კაცების, ნუ კაცები ვინც არ იცის, თორემ ისე პატარა კაცუნები, რა დაგიშავათ ამ ხვიჩამ ეგეთი, ან რას აკეთებს ცუდს, რატომ იბოღმებით, რატომ გიხარიათ მისი ჩავარდნა თუ რამე ცუდი? გაიტანს გოლს ასისტს გაკეთებს, კარგად ითამაშებს თუ ცუდად, ეს ფეხბურთის ნაწილია და ფულს კიდე რასაც იღებს ღმერთმა შეარგოს, ვისი საქმეა ხვიჩას ხელფასის თვლა? აქ ბევრი ისეთი აკომენტარებს, კარტოფილზე, რო გაყიდა თავისი კაცობა და ხვიჩას აძლევს შენიშვნებს, ვიცი რისი ღირსებიც ხართ, მაგრამ...
გოგა
13:46 14-02-2025
3
სკოლაში გვასწავლეს რომ გალაქტიკაში მხოლოდ ერთი მწველი და კაშკაშა ვარსკვლავი არსებობს რომელსაც მზე ჰქვია, მაგრამ ამ დალოცვილ საქართველოში ყველაფერი ხომ უხვად გვაქვს და ეს "მზე" ხალხიც უხვად მოგვეპოვება კახას და ზაზას თამადობით.
მამუკა
02:53 14-02-2025
6

სიახლეები პოპულარული