საუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

AutoSharing Option
პსჟ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, ფენომენალური და დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს. ლუის ენრიკეს გუნდი ყოველკვირეულად უკეთესი ხდება. მორიგი მატჩი სტუმრად, "მუნიციპალზე"(33 150), "ტულუზასთანაა", დღეს საღამოს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), 15 თებერვალს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (იქ ბარსელონა ან ლივერპული) თამაში თითქმის გაინაღდა, თასზე სუსტი მოწინააღმდეგე ელის, ჩემპიონატში კი 22-ე ტურამდე 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. დღეს, 20:00 საათზე, უახლოესი კონკურენტი "მარსელი" ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ კვირას, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "მონპელიეს" ესტუმრება.

"ტულუზა" ის გუნდია, რომელმაც შიდა ასპარეზზე პსჟ უკანასკნელად (3:1), თანაც გასვლაზე დაამარცხა. ეს გასული სეზონის 33-ე ტურში მოხდა. არადა, პირველად მბაპემ გაიტანა. იმ შეხვედრაში გოლის ავტორი დალინგა ახლა "ბოლონიაშია"; კაპო ვერდელმა კოსტამ ტულუზელებიდან ესპანეთში, "ვილიარეალში" გადაინაცვლა...

Sportall.Ge

ლუის ენრიკეს გუნდი ფრანგულ რეკორდებს ხომ არ იმჩნევს და შიდა ასპარეზზე 34 გასვლითი შეხვედრა დაუმარცხებლად ის იქნება, რაც 90-იანი წლების ლეგენდარულ "მილანს" ჰქონდა. ამის შანსი ახლავე არსებობს.

"ტულუზა" ცუდ ფორმაშია, ვერც ჩემპიონატში იგებს და თასიდანაც გავარდა. ესპანელი კარლეს მარტინესის გუნდი ინტერნაციონალურადაა დაკომოლექტებული. აქ შეხვდებით ფრანგსაც, ნორვეგიელსაც, ვენესუელელსაც, აშშ-ს წარმომადგენელსაც, მაროკოელსაც და გაბონელსაც...

ლუის ენრიკესგან მორიგ როტაციას ველით. მაგალითად, დაცვაში ბრაზილიელმა ბერალდომ უნდა ითამაშოს, რომელიც ბოლოს მხოლოდ თასზე ვნახეთ; ლიმ რუისი უნდა ჩაანაცვლოს; რაც შეეხება შეტევას, სასტარტოში ამჯერად ბარკოლა არ იქნება და ხვიჩა კვარაცხელია (ჩემპიონატში გოლი და საგოლე პასი) დაიწყებს. ცენტრფორვარდად რამოშს ვნახავთ, დემბელე კი მარჯვნივ გადაინაცვლებს (კიდევ ერთი ვარიანტი მარჯვნივ დუეს თამაშია).

მატჩის მთავარი მსაჯი დელაჯოდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს 5 იანვარს, სუპერთასზე მოემსახურა.

altგვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

მკითხველის კომენტარები / 31 /
აგერ მარმუში გადავიდა მსგავს ფასად სიტიში და მაგრად მოტივირებულმა ჰეთთრიქი მოსცხო მალევე, ამას კიდე ჰეთთრიკი კარიერაში არ აქვს განაკეთები! არადა, ბრბოს რომ ჰკითხო, სად მარმუში და სად თავაცივიაო :D
Miqautadze
21:30 15-02-2025
1
პსჟ-ს საფრანგეთში უბრალო წინააღმდეგობის გამწევი მოწინააღმდეგე არა ყავს და ხვიჩამ როგორ უნდა აიმაღლოს კლასი ძალიან მაწუხებს.უბრალოდ ნაპოლში აღარ გაეჩერებოდა უაზრო პრეზიდენტის გამო თორემ სუფთა ფეხბურთისთვის სეზონის ბოლომდე იქ ჯობდა დარჩენა და მერე ინგლისში.ჩვენთვისაც,გულშემატკივრებისთვისაც ნაპოლის თამაშების ყურება უფრო აზარტული იყო.ახლა ხვალინდელი თამაშისგან არაფერს სასიხარულოს არ ველოდები.
ამაშია საქმე
20:17 14-02-2025
18

სიახლეები პოპულარული