![](https://sportall.ge/pictures/image5/31bc0278230099b4a6382017ce8877f8.jpg)
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს კომპანია Lagardère-ს წინააღმდეგ ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში, რის გამო კატარელებმა შეიძლება საფრანგეთში პსჟ-სა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ. აღნიშნულ საკითხზე RMC Sport-თან ინტერვიუში ფრანგმა გეოპოლიტოლოგმა ჟან-ბატისტ გეგანმა ისაუბრა.
- რამდენად ძლიერია საფრთხე, თუ ეს მხოლოდ ზეწოლაა?
- ფრანგული მართლმსაჯულება სუვერენულია, ჯერ არაფერი არ არის დამტკიცებული. ჩვენ კატარისგან მივეჩვიეთ ფრანგული მართლმსაჯულების სისტემაზე, მთავრობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და შესაბამისად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე ზეწოლას.
ამას გარდა, რადგან ნასერ ალ-ხელაიფი ასევე სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და მჭიდროდ არის
დაკავშირებული კატარის მთავრობასთან, ეს პროცედურა აუცილებლად არ გამოიწვევს შემდგომ სასამართლო პროცესს. მოცემულ მომენტში საქმე მხოლოდ წინასწარ გამოძიებასთან გვაქვს.
- თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ კატარი მთლიანად მიატოვებს თავის ბიზნესს საფრანგეთში, რათა გადაარჩინოს ნასერ ალ-ხელაიფი? შეიძლება, ეს იყოს მხოლოდ Qatar Sports Investments-ის ინვესტიციების აქტივები და არა სხვა პარტნიორების?
- ძნელად წარმოსადგენია კატარმა თავის გეგმებზე უარი თქვას. ეს უფრო პოლიტიკური ზეწოლაა და არა რაღაც რეალური. ჯერ კატარის სახელმწიფოსგან რაიმე ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, მხოლოდ ნასერ ალ-ხელიფის გარემოცვისგან და პსჟ-ში მისი წარმომადგენლებისგან გვაქვს ინფორმაცია. ამ საქმეში, არიან პირები, რომლებიც შუამავლები გახლავან ნასერ ალ-ხელაიფის კომუნიკაციებში და აქტივების ნაწილში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ არის, ეს ასე არ კეთდება. ეს ცოტა მოუხერხებელია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცას საკითხის პოლიტიზირება სურს, რათა უფრო მეტად გააძლიეროს ზეწოლა. სინამდვილეში ამ საფრთხეში რაღაც არარეალურია. ეჭვი მეპარება, რომ კატარმა პარიზის მხარდაჭერა გარისკოს და საფრანგეთში აქტივები გაყიდოს.