კვარაცხელიაზე "მზრუნველი" მენდეშის ანგოლური ფესვები, მამის ტრაგედია, "ადევნებული" მამაკაცი და მისაბაძი მაგალითი...

AutoSharing Option
"ხვიჩა კარგი ფეხბურთელია. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის მოედანზე თავს კარგად გრძნობდეს. ერთი-ერთზე დუელებში ძალიან ძლიერია, ვცდილობ, ბურთი მივცე, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს" - ეს სიტყვები არც მატიას ოლივერას ეკუთვნის და არც მარიო რუის, კვარაცხელიასთან თამაშის დიდი გამოცდილება რომ დაუგროვდათ, არამედ პსჟში მის ახალ თანაგუნდელს, ნუნუ მენდეშს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალია რომ დაამარცხა, "კვარამ" კი გაიტანა, მენდეში იქ ისვენებდა და სათადარიგოთა შორის იყო, ასე რომ დღევანდელი მეგობრების დაპირისპირება მაშინ არ შედგა. ცხადი არც 22 წლის პორტუგალიელის პარიზში დარჩენა იყო, მან
ხელშეკრულება ახლახან გაახანგძლივა.

ნუნუს მშობლები

Sportall.Ge

ნუნუ ალექსანდრე ტავარეს მენდესი 2002 წლის 19 ივნისს, ქალაქ სინტრაში დაიბადა. კანდიმბა მისი მეტსახელია. ფეხბურთელის ოჯახი წარმოშობით ანგოლიდანაა, მოკრძალებულ ხალხად მიიჩნევიან.

სამწუხაროდ, ნუნუს მამა 2020 წელს, მძიმე სენის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროს ჩვენი წერილის გმირი "სპორტინგის" ძირითადი გუნდის წევრიც არ იყო. ტრაგედიაა, რომ მამა, რომელმაც შვილის კარიერისთვის ბევრი გააკეთა, მის შედეგებს ვერ მოესწრო.

ძმები მენდეშები

Sportall.Ge

პსჟს ფეხბურთელს უფროსი ძმა ჰყავს, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა და მისი საყრდენი იყო, ღირებულებები ჩაუნერგა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აზიარა. ამას უმცროსი ძმა ყოველთვის უფასებს და წარმატებულ კარიერას მასაც უმადლის.

ნუნუ მენდეში 9 წლის იყო, როცა საფეხბურთო სამყაროში შემოაბიჯა. მისმა მასწავლებელმა, ბრუნო როტელიმ, ბიჭის ნიჭი შეამჩნია და ურჩია, ადგილობრივ კლუბ "დესპერტარში" ეთამაშა. 10 წლის ასაკში ინტერესი "ბენფიკასგანაც" იყო და "პორტუსგანაც", მენდეშებმა კი "სპორტინგი" აირჩიეს, კრიშტიანო რონალდოს კლუბი.

პორტუგალიის ნაკრებში

Sportall.Ge

"სპორტინგს" წინ საინტერესო ისტორია უძღვის. ერთხელ ანერვიულებული ნუნუ სახლში გაიქცა, რადგან ჩათვალა, ერთი ადამიანი მას გამუდმებით უთვალთვალებდა. აღმოჩნდა, რომ საქმე ლისაბონური კლუბის სკაუტთან გვქონდა. დიდი მონდომებისა და ჯაფის შემდეგ 14 წლის ასაკში "სპორტინგის" აკადემიის ჯერი დადგა.

175 სმ სიმაღლის მენდეში ძალიან აქტიური და შემტევი ფლანგის მცველია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან კარიერას როგორ ნახევარმცველი, ისე იწყებდა.

მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელზეც ბევრი არაფერი იწერება

Sportall.Ge

2021-22 წლების სეზონი მენდეშმა "სპორტინგში" დაიწყო, მაგრამ მალევე პსჟს რიგებს შეუერთდა. გუნდში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს, გოლები  გაიტანა, უფრო კი საგოლე პასებითა და პროდუქტიული თამაშით გამოირჩევა. როცა ხვიჩა კვარაცხელია მარცხნივაა, მის ფლანგზე ასეთ ფეხბურთელს, რომელიც ზონებს ხსნის, ცენტრშიც შედის და კარგად კომბინირებს, ასევე დაცვაში თამაშიც ეხერხება, დიდი მნიშვნელობა აქვს.

მენდეში ასეთი იმიჯითაც გვახსოვს

Sportall.Ge

ხვიჩას თანაგუნდელის მისაბაძი მაგალითი ესპანელი ხორდი ალბაა, რომელიც ასევე მარცხენა მცველი იყო, რონალდოსა და მესის კი განსაკუთრებით ეთაყვანება. საყვარელი ნომერი 5-იანია და ამას სოციალურ ქსელებში სახელთან ერთად გამოყენებითაც ადასტურებს...

პსჟს, მენდეშს, კვარაცხელიასა და ლუის ენრიკეს შიდა ასპარეზზე ყველაფერი დალაგებული აქვთ, ახლა მათი და ჩვენი მთავარი ინტერესი ჩემპიონთა ლიგასა და პირველ რიგში, "ლივერპულს" უკავშირდება.

altხვიჩას ფლანგელი ბარკოლას დასაწყისი ძმასთან ერთად, 6 და-ძმა, ორმაგი მოქალაქეობა და სხვადასხვა ნაკრები...

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი სტატიები კარგია, ქართველ გულშემატკივრებში ემპატიას ზრდის და მერე არ დაიწყებენ, ჩაგრავენ და პასს არ აძლევენო. ნაპოლიში ასეთი კაი ტიპები არ იყვნენ
ზვიადი
13:41 02-03-2025
6
დაისვენა პსჟ-ს ამ შემადგენლობაში ხვიჩამ. ეტყობა ფეხბურთისგან სიამოვნებას რომ იღებს.
Emre
21:22 02-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული