"მეძავობა შთამომავლობითია" - პსჟ-ის ფანებმა რაბიოს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
ლიგა 1-ს 26-ე ტურის საშინაო მატჩში პსჟ-ის გულშემატკივრები „მარსელის“ 29 წლის ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს ბურთის ყოველი შეხებისას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბანერები გამოფინეს: „რაბიო მეძავი დედის შვილია“, „მეძავობა შთამომავლობითია“, „როგორიც დედაა, ისეთივეა შვილი“, „მეძავთა სამეფოში კიდევ ერთი მეძავია“, „ნეტა ვისგან გააკეთა ვერონიკამ ადრიენი?“, „მეძავობას ასაკი ხელს არ უშლის“ და ა.შ.

ადრიენი საფეხბურთო სექციაში მამამ, მიშელ პროვოსტმა შეიყვანა, რომელმაც 2007 წელს ინსულტი გადაიტანა, პარალიზებული იყო და 12 წლის შემდეგ გარდაიცვალა. შვილს ოდიოზური დედა ვერონიკა პატრონობდა, ის იყო მისი აგენტი და ყველასთან კონფლიქტი
ჰქონდა: კლუბების და საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელებთან, ფეხბურთელების მშობლებთან,  მენეჯერებთან და ამაზე ერთი წიგნის დაწერა შეიძლება.

Sportall.Ge

ადრიენი პსჟ-ის სისტემაში 2010 წლიდან იმყოფებოდა, 2012-2019 წლებში პირველ გუნდში 150 მატჩში 13 გოლი გაიტანა, შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა, გასულ წელს კი „მარსელის“ წევრი გახდა.

„პარი სენ ჟერმენმა“ თავისი ქომაგების საქციელი დაგმო, თუმცა რაბიოები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

altრაბიოს ესპანეთში გადასვლა არ გამოვიდა და ახლა თვალი პრემიერლიგისკენ უჭირავს

alt"ჩემი შვილი მძევალია, მალე ციხეში პურსა და წყალზე იქნება" - "იუნაიტედის" რთული მისია იწყება

altადრიენ რაბიოს დედა "იუვენტუსში" დაბრუნებას უშლის

altჭირვეული რაბიოები - დედა შვილისთვის ისევ ახალ გუნდს ეძებს

altადრიენ რაბიო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა

altადრიენ რაბიოს დედა: ჩემი შვილი პატიმარია, პსჟ-მძევალია

მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ უკვე ადამიანური არაფერია რის ქომაგები რა ქომაგები ამის უფლება არ უნდა ქონდეს არავის პირუტყვები.
გიორგი
13:04 18-03-2025
0
ძალიან დამპალი ფანები ჰყავთ,თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ,რომ თითქმის მთელ საფეხბურთო საფრანგეთში,გულშემატივრობის კულტურა,ნულს ქვემოთ მიდის.ლიგა ერთში ამდენი ინცინდენტი რომ ხდება,დაბალ ლიგებში რაღა იქნება!თუმცა შარშან ხომ ლიგა 2-ს ვუყურებდით და არც იქ იყო ნაკლებობა.
სოსო
09:21 18-03-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული