10:07 24-08-2017
"რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუს თასი ზედიზედ მეთორმეტედ მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ამხანაგურ შეხვედრაში "სამეფო კლუბის" მეტოქე ფლორენციის "ფიორენტინა" იყო, რომელმაც მე-4 წუთზე ანგარიში კი გახსნა, მაგრამ შემდეგ კრიშტიანო რონალდოს ვერაფერი მოუხერხა. "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თამაშს მონატრებულია, ჯერ ბორხა მაიორალს გაატანინა, შემდეგ კი თავად გამოიჩინა თავი ძალიან ლამაზი გოლით.
მადრიდის "რეალი" ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეთორმეტედ, სულ კი 27-ედ გახდა.
რეალი: კასილია (ზიდანი 46), აკიმი, ნაჩო (ერნანდო 46), რამოსი (ტეხერო 46), ერნანდესი, ვასკესი (არნაის ოსკარი 72), სებალიოსი (კროოსი 72), ლიორენტე (ბეილი 72), ასენსიო (ისკო 62), მაიორალი (კაზემირო 72), რონალდო
ფიორენტინა: სპორტიელიო (დრაგოვსკი 46/სეროფოლინი 87)), გასპარი (ტომოვიჩი 46), ასტორი (ოლივერა 46), პესელა (მილენკოვიჩი 46), ბირაგი (უგო 46), ბადელი (სანჩესი 46/ჰრისტოვი 90+2), ვერეტო (კრისტოფორო 46), კიეზა (ზეხნინი 46), ეისერიკი (ჰაგი 46/ფერანდესი 70), დიასი (ბენასი 46), სიმეონე (ბაბაკარი 46)
გოლები: 0:1 ვერეტო 4, 1:1 მაიორალი 7, 2:1 რონალდო 33
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული