ბრენდან როჯერსი: თუ პსჟ-მ მბაპეც იყიდა, უეფას ფინანსური ფეირ-პლეი დასამარდება

AutoSharing Option
გლაზგოს "სელტიკის" მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "ტელეგრაფთან" საუბრისას არ დამალა უკმაყოფილება სატრანსფერო ბაზარზე არანორმალური ფასებით. კერძოდ, პსჟ-ს მიერ ნეიმარში გადახდილი 222 მილიონი ევროთი და კილიან მბაპეს შესაძლო 150 მილიონად შეძენის გამო:

"თუ "პარი სენ ჟერმენმა" მბაპეც იყიდა, უეფას ფინანსური ფეირ-პლეი დასამარდება. ფეირ-პლეი უკვე სხვა მიმართულებით წავიდა. ეს მიუღებელია. ყოველთვის მომხრე ვიყავი კარგ ფეხბურთელებში ღირსეული თანხის გადახდისა, მაგრამ მოთამაშის 198 მილიონ ფუნტად ყიდვა მიუღებელია.

როგორ შეიძლება საშუალო დონის ფეხბურთელი 20-30 მილიონი ღირდეს? რას იზამ, ასეთი ფასებია ახლა. თვით ჩემპიოლიგაზეც კი ფეხბურთელი 15-17
მილიონი ღირს. განვმეორდები, ასეა მოწყობილი ბაზარი და ეს ფეხბურთს სიკეთეს არ მოუტანს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული