"ვიცი, ჩემგან გინდათ მოისმინოთ - ყველაზე მაგარი პირველობა გაქვთ, გილოცავთ. დიახ, ყველაზე პოპულარულია. რა თქმა უნდა, აქ თამაში ძალიან ძნელია. თუმცა, იმას ვერ ვიტყვი, რომ მადრიდში, ბარსელონაში, ბილბაოსა და სევილიაში ასპარეზობა ადვილია. უკანასკნელი 10 წელიწადია ევროპულ ფეხბურთში ესპანური კლუბები დომინირებენ. "სევილიამ" ევროპა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო.
პრემიერლიგა მაშინ იქნება წამყვანი, როდესაც მისი საუკეთესო გუნდები
ბოლოს ინგლისის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2012 წელს გავიდა და მაშინ "ჩელსიმ" გაიმარჯვა. მას შემდეგ ფინალს ექვსჯერ ესპანურმა და ორ-ორჯერ გერმანულმა და იტალიურმა გუნდებმა უწიეს".