საღსალამათი კოუტინიო ბრაზილიის ნაკრებში ვარჯიშობს და ეკვადორთან სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
„ლივერპულის“ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს ზურგი კი სტკივა, თუმცა ორშაბათს პორტუ ალეგრიში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. მისი პირადი ექიმის მაიკლ სიმონის თქმით, რომელიც „ფლუმინენსეს“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელია, სერიოზული არაფერი არა სჭირს და ტრავმა სტრესით იყო გამოწვეული.

 

ისე, სტრესისა არაფერიც არ ეტყობოდა, თანანაკრებელებთან ხალისობდა და ხუთშაბათს ეკვადორთან სავარაუდოდ ითამაშებს კიდეც.

 

სიმონიმ გაამხილა, რომ ესაუბრა ფილიპეს და ფეხბურთელს „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა. „ბარსას“ ახალწვეულმა პაულინიომ კი კოუტინიოს ხუმრობით კითხა, ჰა, რას შვები, აღარ გადმოდიხარ ჩვენთანო?

 

„წითლებმა“ ასულგრანას ფილიპეს 114 მილიონ ფუნტად მიყიდვაზე უარი შეუთვალეს, კატალონიური კლუბის ტექნიკური

მდივანი რობერტ ფერნანდესი კი მაინც არ კარგავს ტრანსფერის გაჩარხვის იმედს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული