ვან პერსის 6 თვით უქმობა ან კარიერის დასრულება ემუქრება

AutoSharing Option
თურქული "ფენერბაჰჩესა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, შესაძლოა, ფეხბურთი მომდევნო მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშოს. ამის მიზეზი საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმაა.

31 აგვისტოს, საფრანგეთმა ჰოლანდია 4:0 გაანადგურა, თუმცა სტუმართათვის სამწუხარო ამბავი მხოლოდ სამარცხვინო ანგარიშით წაგება არ ყოფილა - რობინ ვან პერსიმ ჯვარედინი მყესები დაიზიანა, ეს კი ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად ითვლება.

ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა 34 წლის თავდამსხმელს ოპერაცია. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ფეხბურთელი მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს და ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა, მას კარიერის
დასრულებაც მოუხდეს.

რობინ ვან პერსი, 102 მატჩში გატანილი 50 გოლით, ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული