გასულ ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ 9.8 მილიონ ფუნტად გაყიდულმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ სან სებასტიანის "რეალ სოსიედადში" გადასვლამდე ჩეშირის საგრაფოში 3 მილიონად სახლი იყიდა და შენაძენით ერთობ კმაყოფილი დარჩა.
ბელგიის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი პერსპექტიულად ითვლებოდა, "მანიუს" მაშინდელი მენეჯერი დევიდ მოიესი ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა, მაგრამ შემდეგ სასტარტოში ადგილი დაკარგა, ჯერ დორტმუნდის "ბორუსიაში" გაანათხოვრეს, შემდეგ "სანდერლენდში", ახლა კი საბოლოოდ გაასხვისეს.
არადა, ადნანს იმედი ქონდა, რომ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დააბრუნებდა, თუმცა ბასკურ გუნდში თამაში სტაბილურად მოუწევს და თავის გამოჩენის საშუალებაც უფრო ექნება.
23:04 05-09-2017
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული