"დღევანდელი ალბისელესტეს მდგომარეობა მაშფოთებს. ვფიქრობ, მწვრთნელს ხორხე სამპაოლის უკეთესი ფეხბურთელების მიწვევა სჭირდება. იკარდი იხმო, გონია ახალი ბატისტუტა იპოვა და იგუაინის იგნორირება მოახდინა.
იკარდი ნაკრებში მხოლოდ იმიტომაა, რომ "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ უშუამდგომლა. ერთხელ ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს ედგარდო ბაუსას ვესაუბრე და მითხრა, რომ მაუროს მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ დაურეკა და თანამეცხედრის მიწვევა მოსთხოვა. გაგიჟებული იყო კაცი".