"ბეშიქთაში" სტეფან ლიხტშტაინერს იწვევს

AutoSharing Option
თურქული "ბეშიქთაში" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობას იქაურ სუპერლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

თურქული კლუბის მთავარი სამიზნე ამ დროისთვის "იუვენტუსის" 33 წლის მცველი, შტეფან ლიხტშტაინერია. ის წლების განმავლობაში ითვლებოდა ტურინული გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრად, მაგრამ ბოლო დროს გუნდში მისი მდგომარეობა ისეთი მყარი ვეღარ არის, როგორც - ადრე.
ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ "იუვემ" გამოცდილი უკანახაზელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. ამან კიდევ უფრო გაზარდა შვეიცარიელის იტალიური კლუბიდან აბარგების შანსები.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 სექტემბერს
იხურება, ასე რომ, "ბეშიქთაშს" ფეხბურთელის დასამატებლად კიდევ 3 დღე აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული