"ფენერბახჩეს" თურქეთში ყველაზე აგრესიული გულშემატკივრები ყავს, მითუმეტეს ახლა არიან გაგიჟებულები, რადგან ქვეყნის ჩემპიონატზე მათმა საყვარელმა გუნდმა უხეირო სტარტი აიღო.
ჰოდა, მე-4 ტურში "ისტანბულისა" თურქეთის ნაკრების 29 წლის კიპერს ვოლქან ბაბაჯანს ტრიბუნიდან წყლით სავსე ბოთლი თავში გაარტყეს და ცოტა ხნით გათიშეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბაბაჯანმა თამაში გააგრძელა, მისმა გუნდმა კი მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე გოლი გაიტანა და "ისტანბულმა" 3:2 გაიმარჯვა.
მოკლედ, "ფენერი" დამარცხდა და ფეხბურთის ფედრაციისგანაც მკაცრად დაისჯება.