"ბოხუმის" კაპიტნის ღირსეული საქციელი [video]

AutoSharing Option
"ბოხუმის" კაპიტანი ფელიქს ბასტიანსი "დარმშტადტთან" მეორე ბუნდესლიგის მატჩისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ბასტიანსმა ყველას აჩვენა რა არის ნამდვილი Fair Play. ის არბიტრთან მივიდა და უთხრა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია და თერთმეტმეტრიანი არ დაადებინა.

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისათვის "ბოხუმი" 0:1-ს აგებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში 2 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული