გალახული გროსკროიცი სასამართლოს ვერ დაესწრო

AutoSharing Option
მცველმა კევინ გროსკროიცმა შარშანწინ მშობლიური დორტმუნდის "ბორუსია" დატოვა და "შტუტგარტში" გადაბარგდა. ამა წლის 28 თებერვალს კევინი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ღამის ბარში წავიდა, ცოტა რომ შეზარხოშდნენ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მოუნდათ და ბორდელს ეწვივნენ.

იქ კი გროსკროიცს ჩხუბი მოუვიდა ,ორმა უცნობმა წიხლქვეშ გაიგდო და კეფაგატეხილი რამოდენიმე დღე საავადმყოფოში იწვა.

პოლიციამ ცხელ კვალზე 16 წლის ალი ს. და 17 წლის ალი ა. დააკავა. 24 სექტემბერს სასამართლოზე მათ დანაშაული აღიარეს და გროსკროიცის ცემის გამო სინანული გამოთქვეს. ისინი სასამართლოს შესასვლელთან ტელევიზიის ოპერატორებს მოერიდნენ და
სახეზე მაისურები აიფარეს.

თავად დაზარალებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან თავისი ახალი გუნდის, "დარმშტადტის" შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონატზე დრეზდენის "დინამოსთან" ქონდა თამაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული