კომანმა მაგობარი ქალი გალახა და 1 ევრო გადაუხადა

AutoSharing Option
კარგა ხანი ცხოვრობდა მიუნხენის "ბაიერნის“ ფრანგი ნახევარმცველი კინგსლი კომანი მოდელთან სეფორუსთან, მათ წლინახევრის ქალიშვილი ყავთ. ქალი მუდამ თან დაყვებოდა თამაშებზე, თითქოს ყველაფერი იდეალურად ქონდათ, მაგრამ...

... მაგრამ 24 და 26 მაისს პარიზის მახლობლად მანი ლე ჰონგრეში ორჯერ უცემია სეფორუ და უჩივლა. თან, უთქვამს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ოდენ სიმბოლური თანხის გადახდას, 1 ევროს ვითხოვო.

ჰოდა, სასამართლომ დაუკმაყოფილა თხოვნა და მიიღებს 1 ევროს ფეხბურთელისგან, რომლის ყოველკვირეული ხელფასი 50 ათასი ევროა.

კინგსლიმ ამასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება არ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული