მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები ყველანი თაღლითობენ

AutoSharing Option
თითქმის ყველა დიდი ფეხბურთელი გადასახადების დამალვას ცდილობს და სასამართლოში აქვთ საქმე. ასე იყო ლეო მესის და ნეიმარის შემთხვევაში, ახლა კი "მონაკოს“ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ აღიარა, რომ 2011-2013 წლებში მადრიდის "ატლეტიკოში“ ასპარეზობისას 6.9 მილიონი ევრო არ გადაიხადა და იმისათვის, რათა სასამართლომდე არ მივიდეს საქმე, ამ თანხის დაფარვის ვალდებულება აიღო.

ამას გარდა, მას საიმიჯო უფლებებისაგან მიღებული მოგებისგან 5.66 მილიონი დაუმალავს, მაგრამ რადგან ამა წლის ივლისში 8.5 მილიონი გადაიხადა, 4.06-მილიონიანი დავალიანება დარჩა.

31 ივლისს ესპანეთის ქალაქ პოსუელო დე ალარკონში მადრიდის "რეალის" ფორვარდის
კრიშტიანო რონალდოს სასამართლო შედგა, რომელიც ეჭვმიტანილია 2010 წელს ბიზნეს-სტრუქტურის შექმნაში, რათა საიმიჯო შემოსავლებიდან მიღებული თანხები დაემალა და ამ გზით 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

პორტუგალიელი მოსამართლეებს არწმუნებდა, რომ უბრალოა, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, უნდა დაბრუნდეს ინგლისში, სადაც საგადასახადო სამსახურთან პრობლემა არ ქონია, ამ საქმისა ბევრი არაფერი გაეგება, რადგან 6 კლასის განათლება აქვს, ერთადერთი რაც იცის, ეს ფეხბურთია, თუ საჭიროა თანხას დაფარავს, პრობლემას მოაგვარებს, თავი დაანებონ და თუ მისი არ სჯერათ, პატიოსან თვალებში ჩახედონ. თან, ძალიან ნერვიულობდა და რამოდენიმეჯერ წყალი მოითხოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული