"ლესტერის" ყოფილ მენეჯერს პირსონს "ლევენი" ჩააბარეს

AutoSharing Option
"ლესტერის" მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი შარშანწინ იმის გამო გადააყენეს, რომ მისმა შვილმა, რომელიც ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი იყო, საზღვარგარეთულ ტურნეში თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროში მეძავები აიყვანა და იქ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამის შემდეგ ნაიჯელი "დერბის" მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და სამუშაოდან დაითხოვეს, ახლა კი ბელგიის მე-2 ლიგის "ლევენი" ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბის პატრონი ტაილანდური კომპანია King Power International-ია, რომელიც "ლესტერის" მფლობელიცაა. მოკლედ, "ლევენი" "ლესტერის" ერთგვარი ფარმ-კლუბია და მისი პრეზიდენტიც ვიშაი შრივადჰანაპრაბპაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული