"ბეშიქთაშის" ფეხბურთელებმა ერკინმა და ტალისკამ მაგრად იჩხუბეს

AutoSharing Option
სტამბულში "ბეშიქთაშისა" და "ტრაბზონსპორის" 2:2-ზე დასრულებული მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელებმა მაგრად იჩხუბეს.

თურქმა მცველმა ჯანერ ერკინმა ბრაზილიელ ნახევარმცველ ტალისკას დედა შეაგინა, ამ უკანასკნელმა კი ნახტომში წიხლი ჩაარტყა და თანაგუნდელებმა ძლივს გააშველეს.

ერკინი "ბეშიქთაშმა" ზაფხულში მილანის "ინტერისგან" 750 ათას ევროდ შეიძინა, ტალისკა კი ლისაბონის "ბენფიკადან" შარშან არენდით აიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იჯარა ჰქვია მაგას და არა არენდა.
giorgipirweli
10:22 02-10-2017
0

სიახლეები პოპულარული