ვენგერი: თუ "ბარსელონამ" პრემიერლიგაზე ითამაშა, კატალონიურის სწავლა მომიწევს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავისი მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ "ბარსელონამ" შეიძლება სხვა ქვეყნის ჩემპიონატზე იასპარეზოს:

"თუ "ბარსამ" პრემიერლიგაზე ითამაშა, ეს აქ ყველას პრობლემებს შეუქმნის. პირადად მე კატალონიურის სწავლა მომიწევს. თუმცა, არა მგონია ეს მოხდეს. პოლიტიკა სპორტს შეეხო და "ბარსელონა" პოლიტიკური კლუბია.

ისე, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ასულგრანა სხვა ქვეყნის პირველობაზე. ჩვენს ლიგაზე 20 გუნდია, მაგრამ თუ გვინდა 24-მდე გავზარდოთ, ჯერ შოტლანდიური გუნდები უნდა დავიმატოთ და შემდეგ ესპანურები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული