აგუეროს დაბრუნებამ გადაიწია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, სერხიო აგუეროს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. არგენტინის ნაკრების ექიმი დონატო ვილიანი მანჩესტერში ჩავიდა და ფეხბურთელი შეამოწმა.

მისი ვერდიქტი სავალალო აღმოჩნდა - აგუერო მინიმუმ თვე-ნახევარი ვერ შეძლებს თამაშს, - წერს გაზეთი The Times-ი. საერთო ჯამში, ფორვარდს მოუწევს "სიტის" შვიდი მატჩის გამოტოვება, აგრეთვე ვერ დაეხმარება არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ორ მატჩში - პერუსა და ეკვადორის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ აგუერო 29 სექტემბერს, ამსტერდამში ავტოავარიაში მოყვა, როცა მისი ტაქსის მძღოლი ბოძს შეეჯახა.

პირველადი
პროგნოზებით, აგუერო მინდორზე 2-4 კვირის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული