რობინ ვან პერსი შეიძლება "ფეიენოორდში“ დაბრუნდეს

AutoSharing Option
34 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელს რობინ ვან პერსის ტრავმა აქვს, ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატზე მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სტამბულის "ფენერბახჩეს“ მისი გაშვება უნდა.

"ფენერი“ მზადაა რობინს კონტრაქტი გაუწყვიტოს და განთავისუფლების ფურცელი მისცეს. როგორც იუწყებიან, მას როტერდამის "ფეიენოორდში“ დაბრუნება სურს.

ვან პერსიმ პროფესიული კარიერა "ფეიენოორდში“ დაიწყო და 2001-2004 წლებში ამ გუნდის შემადგენლობაში 76 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული