კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

AutoSharing Option
მართლაც უნიკალური ფეხბურთელია 36 წლის ინგლისელი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი, რომლის სიმაღლე 201 სანტიმეტრია, წონა კი - მხოლოდ 76 კილოგრამი. აყლაყუდა პიტერი თავისი სიმაღლის კვალობაზე საკმაოდ ტექნიკურია (მეგობრები ხუმრობით კრაუჩინიოს ეძახიან), ფეხითაც მშვენივრად თამაშობს და მეორე სართულზე ხომ საერთოდ უბადლოა.

კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს - როგორც ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგის მატჩებში თავით ყველაზე მეტი, 36 გოლი აქვს გატანილი. სულ კი მან სხვადასხვა კლუბსა და ინგლისის ნაკრებში 161-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამჟამად ის "სტოკის“ ღირსებას იცავს და ინგლისის მიმდინარე პირველობის 5 მატჩში
2 გოლი გაიტანა.

მისი მეუღლე ყოფილი მოდელი ები კლენსია, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავს.

პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების მაჩვენებლით მეორე ადგილზე "არსენალის“ 31 წლის ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუა (28 გოლი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინც ვერ გავიგე რის გამო შეიყვანეს გინესის წიგნში.
მიხო
18:30 09-10-2017
3
ნუთუ შირერს ამაზე ნაკლები გოლი აქვს თავით გატანილი?????????
alex
22:31 09-10-2017
0

სიახლეები პოპულარული