მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში ეგვიპტის ნაკრებმა სახლში "ლივერპულის" ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის დუბლით კონგო დაამარცხა (2:1) და მუნდიალის საგზური მოიპოვა.
ეს წარმატება დიდი ზეიმით აღინიშნა მთელს ქვეყანაში, ერთ-ერთ სკოლას კი სალაჰის სახელი დაარქვეს.
ეგვიპტელთა ეროვნული გუნდის თავკაცი, ექტორ რაულ კუპერი, რომელიც ადრე საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, 500 ათასი დოლარით დააჯილდოეს.