შვედმა ფეხბურთელმა ნაბახუსევზე 21 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
შვედეთის მეექვსე დივიზიონის მატჩში კლუბ "ესკილსტუნას" ფორვარდმა სებასტიან ნიგარდმა 21 გოლი (!) გაიტანა "ესტერმალმას" კარში. მისმა გუნდმა შეხვედრა 28:3 მოიგო.

"მატჩის შემდეგ მითხრეს, რომ 21 გოლი გავიტანე. ეს დაუჯერებლად ჟღერდა, - განაცხადა Aftonbladet-თან კომენტარში ნიგარდმა. - მართლა არ ვიცოდი, თუ ამდენი გოლი გავიტანე. საოცარი გრძნობაა. როგორც ჩანს, ჩვენი ყველა შეტევა გოლით სრულდებოდა. მატჩის დროს მეტოქემ მეკარე შეცვალა, მაგრამ მას 14 გოლი გავუტანე.

თამაშის წინა დღეს წვეულებაზე ვიყავი. მწვრთნელს ვუთხარი, რომ ნაბახუსევი რომ არა, 30 გოლს გავიტანდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
80-იანებში დანიის ნაკრებში თამაშობდა პრებენ ელკაიერ-ლარსენი, უძლიერესი ფეხბურთელი, გუნდის სული, გული და ძრავი, პირველ და 90-ე წუთებზე ერთნაირად ფლოქვებით თხრიდა ხოლმე მინდორს და გოლებიც ხშირად გაჰქონდა საკუთარი საჯარიმოდან წამოღებული ბურთით... ამასთან, ხელიდან წასული ლოთი გახლდათ და დღეში ერთ კოლოფ სიგარეტსაც ეწეოდა, თამაშის წინ - მხოლოდ ნახევარ კოლოფს...
ეჭვი მაქვს, ამ ყველაფერს არც ჩვენი ბიჭები უნდა იკლებდნენ, მაგრამ ეტყობა, ნაბახუსევზე ვერ გამოდიან ყველა წესის დაცვით... კარგი იქნებოდა, ფიზ.მომზადების მწვრთნელს თუ ერთ სტაჟიან ლოთსაც დავუმატებდით.. დასაწყისისთვის ჩემი მეზობელი ლოვიკაც გამოდგება - დისერტაციებიც დაწერილი აქვს და ხარისხიც აქვს დაცული ყოფილი სსრკ-ს ყველა მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ ქალაქში ტაგანროგიდან დაწყებული და ულან-უდეთი დამთავრებული... თან ძვირსაც არ მოითხოვს, ხელფასს ყოველთვის ნახევარლიტრიანებით ზომავდა, ახლა პენსიას ზომავს "ჩეკუშკ"-ებში....
მსქროლავი ტროლი
11:05 12-10-2017
0
ეეეე დროზე დაალევინეტ ჯვენ ფექბურტელებს სასმელი იკნებ გვესველოს რამეე დაურიგე კობიასვილო ტიტო ვისკი ყველას
goga
22:25 11-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული