ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი კაკა "ორლანდოში" მესამე სეზონს ატარებს, ზამთარში კონტრაქტი უმთავრდება და განაცხადა, რომ 35 წლის ასაკში თამაში უჭირს და ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.
მიუხედავად ამისა, "სან პაულუს" პრეზიდენტმა კარლოს აგუსტო ბაროსმა შეუთვალა, რომ მათ გუნდთან ბევრი საერთო აქვს, იქ ყველას უყვარს და თუ დაბრუნების სურვილი გაუჩნდება, კლუბის კარი მისთვის მუდამ ღიაა.
კაკა "სან პაულუს" აღზრდილია, 2001-2003 წლებში მის შემადგენლობაში 59 მატჩში 23 გოლი გაიტანა და იქიდან გადაბარგდა "მილანში", ხოლო სანამ აშშ-ში წავიდოდა საასპარეზოდ, 2014 წელს ცოტა ხანი "სან პაულუში" ითამაშა.
03:05 16-10-2017
კაკას "სან პაულუ" ეპატიჟება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული