"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ეთნიკოსი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა ერთპიროვნულ ლიდერთან "ანორთოსისთან" (1:2).

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს თავდამსხმელებმა გიორგი ილურიძემ და ნიკოლაი ყიფიანმა. 20 წლის ნიკოლაიმ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა (თბილისშია დაბადებული), თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე 7 მატჩში გატანილი 3 გოლია.

"ეთნიკოსი" 4 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა და თუ ხვალ აუტსაიდერმა "არისმა" "აპოლონს" სძლია, ქართველების გუნდი უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდება. სხვათა შორის, შემდეგ ტურში, 25 ოქტომბერს "ეთნიკოსი" გასვლაზე "არისს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული