ინგლისელი ჟურნალისტი: პოგბას "ჰადერსფილდის" მთელს გუნდზე ორჯერ უფრო დიდი ხელფასი აქვს

AutoSharing Option
ნამდვილი სენსაცია გახლდათ პრემიერლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერის" "ჰადერსფილდთან" 1:2-ზე დამარცხება. უკანასკნელად ამ გუნდს თურმე, "მანიუსთვის" 65 წლის წინ მოუგია.

ESPN-ის საფეხბურთო მიმომხილველმა დევიდ როუელმა აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" ტრავმირებული ნახევარმცველის პოლ პოგბას ანაზღაურება ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე "ჰადერსფილდის" ყველა ფეხბურთელის ერთად აღებული.

"მირორის" ცნობით, მაისში პოგბას ყოველკვირეული გასამრჯელო 165 ათას ფუნტამდე გაუზარდეს.

"მანჩესტერის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:"გავიგე, ჩემი გუნდის ფეხბურთელს ანდერ ერერას უთქვამს, რომ ძალიან არ უნდოდათ გამარჯვება. ღმერთო ჩემო, როდესაც მოთამაშე ამას ამბობს, მთელი გუნდი უნ
და მოვიდეს აქ და აგიხსნან რა ხდება, რადგან მე ამის ახსნა არ შემიძლია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართული სად ისწავლე, თუ ახალ ქართულს იგონებ 2:0-ზე მოიგო 1:2-ზე დამარცხდა ნუ ბოდიალობ რა
112233
11:20 22-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული