ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

AutoSharing Option
ლონდონში დასრულდა ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება.

ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აღიარეს, რომელმაც წელს ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პორტუგალიის ნაკრებს მუნდიალზე გასვლაში დაეხმარა.

გამარჯვებული გამოვლინდა ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად. ყველას 25%-იანი კვოტა ქონდა.

რონალდომ ლიონელ მესისა (ბარსელონა) და ნეიმარს (ბარსელონა/პსჟ) აჯობა.

საუკეთესო მწვრთნელად "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს. ის ერთადერთია, ვინც საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად (1998 წელს) მიუჩნევიათ. ზიზუს ჯილდო შარშანდელმა გამარჯვებულმა
კლაუდიო რანიერიმ გადასცა.

საუკეთესო მეკარედ ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების 39 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი აღიარეს. ის ამ ჯილდოს ყველაზე ასაკოვანი მფლობელია.

წლის გოლად ლონდონის "არსენალის" ფორვარდის ოლივიე ჟირუს მიერ "კრისტალ პალასის" კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.მას ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი გადასცეს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების წევრი ლიკე მარტენსი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Mesim ra icis apxazeti da cxinvali saertod ro arsebobs? Mec minda mag videos naxva an daamtkice ro magas idzaxis da ertad vaginot mere
Liverpuli barselonas supermarketi.
17:52 24-10-2017
0
გეხვეწებით დამიდეთ ის ვიდეო ან მითხარით სად მოისმინეთ ის, რომ მესიმ აფხაზეთზე და ოსეთზე აქცენტი გააკეთა. მე ბარსაში ვცხოვრობ,მესის ვგულშემატკივრობ და ეგეთი ზხაპარი აქ წავიკითხე პირველად
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული