ფლორენტინო პერესი: კეინის შეძენას არ ვაპირებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდის ჰარი კეინის შეძენას აპირებენ:

"მის ტრანსფერზე არ ვფიქრობ. დიახ, კარგი თავდამსხმელია და თანაც, ახალგაზრდაა. პროგრესირებას გააგრძელებს. თუმცა, ჩვენ კარიმ ბენზემათი და სხვა ჩვენი ფეხბურთელებით აღფრთოვანებულები ვართ.

"ტოტენჰემის" პრეზიდენტისთვის კეინის ფასი არ მიკითხავს, რადგან მეტყოდა, 250 მილიონი ევრო ღირსო".

კეინმა ამ სეზონში 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "დეზებთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსი მზადაა ჰარის ტრანსფერში
190 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული