"პორტუ" იკერ კასილიასის გაყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"ელ პაისის" ცნობით, "პორტუს" მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს კონფლიქტი აქვს გუნდის 36 წლის ესპანელ მეკარესთან იკერ კასილიასთან და ამიტომ არ ათამაშა ბოლო ორ მატჩში, პორტუგალიის პირველობაზე "პაკუშ დე ფერეირასთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიპციგთან".

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, იკერი ჩვეულად თავდაუზოგავად არ ვარჯიშობს და თეორიული მეცადენეობებისას მობილური ტელეფონით დაუსრულებლივ წერილებს წერს, რაც სერჟიოს აღიზიანებს. და კიდევ, მისი ყოველწლიური ხელფასი 5 მილიონი ევროა და კლუბის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.

თანაც, ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და სანამ თავისუფალი აგენტი გახდება, უნდათ მანამდე გაყიდონ.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატზე
იკერმა 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Vis unda es beberi madridista
Irakli
03:57 25-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული