გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
კლასიკური იმპერიალიზმის იდეოლოგია: დაყავი და იბატონე. ეს ტიპი რუსეთში რომ არ იყოს, იტყოდი იუსაიდის მსმენელი აბიტურიენტიაო.
ევსტათი
26 ოქტომბერი 2017 12:41
0
კიდე კაი რომ ვერ გიცნეს,ტორემ დაასრულებდი კარიერას
gaza
26 ოქტომბერი 2017 10:24
2
რა გჭირთ ხალხო! რა მეგრელი, რა რაჭველი, რა კახელი და რა სხვა? ამდენი სისულელის ლაპარაკი შეიძლება? რუსმა პროვოკაცია გადმოაგდო და დავერიეთ ურთიერთს! რატომ აღიზიანებთ და ლანნძღავთ ერთმანეთს? ვინმე ჯიქიამ სადაც უნდა იქ ითამაშოს, კუთხეებზე და ერთმანეთზე ასე საუბარი შეიძლება? ორ საუკუნეზე მეტია, ასე წაგვკიდებს ერთმანეთს და მერე კვდება რუსი სიცილით! რუსმა როგორ უნდა "აგვაგდოს"? შეკითხვებში არ სჩანს რისი მიღწევა უნდათ ამ ე.წ. ინტერვიუთი? ძნელი მისახვედრია? ეეჰ, როდის ვისწავლით ნეტავ ჭკუას? ან, ვისწავლით კი..?
jiji
01 ნოემბერი 2017 17:39
3
სვანურისაგან განსხავევებით, მეგრული მართლა მაგრა გავს ქართულს, თუმცა სვანურშიც მოიძებნება ქართულის მსგავსი სიტყვები.
ბეთქილ
26 ოქტომბერი 2017 13:03
1
მეგრულის და სვანურის (ქართულის წინარე ენების) ფაკულტატური სწავლება უნდა იყოს სამეგრელოში და სვანეთში. არ შეიძლება სირაქლემას პოზიციიდან ამ საკითხზე ყურება. ნახეთ გამყრელიძის ქართული ენის ,,ხე" ძირი პროტოქართულია, მერე კოლხური, მერე მეგრულ-სვანური და მერეა ქართული. კომენტარები დამაფიქრებელია.
ss
26 ოქტომბერი 2017 10:33
5
ცუდი მეგრელი ხარ ძმაო შენ
dato
26 ოქტომბერი 2017 04:52
0
ნუ ერთი უვიცი ბიჭია და სისულელე თქვა შემთხვევით რა. არ ციცის რას ლაპარაკობს და ამიტომაც ნუ განვკიცხავთ. საიდაუნ უნდა იცოდეს ამან ან ქართული ან საქართველოს ისტორია. ნუ არ ესმის რა შევეშვათ. ქართველია მაინც. მოვა დრო ფეხბურთელი აღარ იქნება და იქნებ მერე მაინც სხვანაირად შეხედოს ცხოვრებას.
.
26 ოქტომბერი 2017 02:17
8
ეგ არ არის მეგრელი იტყუება...მეგრელი რომელიცე ქარტველი არ არის ის არც მეგრელია. იგივეა ყველა სხვა კუტხის წარმომადგენელზ
ლაშა
30 ოქტომბერი 2017 23:14
0
დავანებოთ ასეთი თემების გამოქვეყნებას თავი ,მახსენდება 80-იანი წლების ბოლო, როგორი უმნიშვნელო საკითხების გაშუქებით იწყებდა პროპაგანდისტული მანქანა დიდ კონფლიქტებს ნებისმიერ რეგიონში . !!!!!!!!!!!!!!!!
მირიან ცინცაძე
27 ოქტომბერი 2017 10:23
0
მე როგორც ამერიკელი ,მაგარი ნაწყენი ვარ რომ ამერიკელი თამაშობს საქ კალათბურთელთა ნაკრებში, გაყიდა სამშობლო ამერიკა, ვერ გაუზრდია ბაბუამისს ტრადიციულ ამერიკულად, ქართულად დაუწყია ლაპარაკი, ამან სულ მთლად გადამრია! როგორ მშობლიური ამერიკული დაივიწყა? ხაჭაპურის ჭამაზე გადასულა და ჩვენი მშობლიური ჰოთდოგები და ბურგერები შეიძულაო ხმები მოდის, ვაიმე სირცხვილო!
ამერიკელი
26 ოქტომბერი 2017 11:47
29
შენ მაიკლ დიქსონის და გიორგი ჯიქიას თუ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებ, მსუბუქად რომ ვთქვა, ცუდია. ჯიქიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, მაგას არავინ ედავება. აქ მის ინტერვიუზე და ზოგადად, ქართველების და საქართველოს მიმართ მის დამოკიდებულებაზეა საუბარი. თანაც, ის პირველ რიგში მისი წინაპრების მიწას-სამეგრელოს და მეგრელებს მოიხსენიებს არასწორად, თორემ ჯიქია კი არა, ათასობით მის მსგავსად მოაზროვნე მეგრული წარმოშობის ქართული გვარის მატარებელი ვერ მოგვცხებს ჩირქს მეგრელებს. სენაკში დავიბადე და გავიზარედე, ის 1990-იანებიც მახსოვს, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია ვიღაცის საქციელის გამო ჩემს სამშობლოზე უარი მეთქვა. საერთოდაც, იმ წლებში ორივე მხარე დამნაშავე იყო და მგონი თანაბრად.
ხვიჩა
26 ოქტომბერი 2017 12:55
0
დიქსონს ამერიკაში თამაში შესთავაზეს და მაგან საქაოთველო არჩია?
26 ოქტომბერი 2017 13:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული