გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
ასე შორიდან და ნელნელა ამუშავებენ სეპარატიზმის კერებს რუსები, რაც ფაქტია წარმატებით გამოსდით.. შეგნებულად კითხა ის რაც კარგად იცოდა და თან მიაშველა შენ ხომ მეგრელი ხარო? იცოდა რომ მეგრელია და დაეხმარა გაპრავებაში.. თვითონ სპორცმენზე რა უნდა თქვა.. იქაა და საკუთარი წარმატება ყველაფერზე მეტია მისთვის.. აქაც ბევრი გვყავს მსგავსი, განსაკუთრებით სამთავრობო/საჯარო სექტორში - შორს არ გვჭირდება წასვლა..
დათო
27 ოქტომბერი 2017 12:21
0
ცალკე გასვლა უნდათ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა წერილობით მოითხოვონ. მერე სახელმწოფო საქმეები რო აწარმოონ, მაგაშიც ანბანი დასჭირდებათ. ამიტომაც რახან წერა-კითხვა რა არი, არ იციან, ზეპირად ითხოვენ გასვლას :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
SS
27 ოქტომბერი 2017 12:20
13
დავანებოთ ასეთი თემების გამოქვეყნებას თავი ,მახსენდება 80-იანი წლების ბოლო, როგორი უმნიშვნელო საკითხების გაშუქებით იწყებდა პროპაგანდისტული მანქანა დიდ კონფლიქტებს ნებისმიერ რეგიონში . !!!!!!!!!!!!!!!!
მირიან ცინცაძე
27 ოქტომბერი 2017 10:23
0
ასეთი ხალხი საერთოდ უნდა გააძევო საქართველოდან

სულ ამ მეგრელობას უსვამენ ხაზს და მერრ ამბობენ რატო არ ვუყვარვართ მეგრელებიო

ვის გაუგია ქართლელმა ან კახელმა ან ნებისმიერი სხვა კუთხის წარმომადგენელმა უცხოელთან თქვას ქართლელი ვარ კახელი, იმერელი ან სხვა... ყველა ქართველები ვართ

ეს იგივეა ამერიკელს რომ კითხო სადაური ხარი და ნიუ იორკელი ვარო უპასუხოს

ასეთი არარაობები საერთოდ არ უნდა შემოვიშვათ საქართველოში და მისი ოჯახიც უნდა გდაასახლონ ქვეყნის გარეთ რადგან აწორედ ოჯახმა გაზარდა ასე... ალბათ მამამისი სუფრაზე ამბობდა მე მეგრელი ვარ რაის ქართველიო
სიმართლე
27 ოქტომბერი 2017 10:21
4
ისე გვარი რომ გაქვს ქართული ცოტა ჭკუას უნდა დააყოლო რომ რას ამბობ შენ ფესვებზე. როგორც გაზარდეს ცუდმა, არა ქართველმა მშობლებმა ისე ისწავლა. სამეგრელო კუთხეა საქართველოსი და მორჩა. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია ყველა მეგრელი ფიქრობს რომ ის ქართველი არ არის არამედ მეგრელია ცალკე ერი. 100 ქართლელში ან კახელში ან იმერელში 2 მეგრელი რომ იყოს მაინც ერთმანეთში მეგრულათ ისაუბრებენ. ეს იმიტომ რომ თავის ვითომდა ენა (რომელსაც დამწერლობა არ გააჩნია) გონიათ უპირატესი. არ ეგუება მეგრელი რომ ქართველია და ვერც ვერავინ დააჯერებს ისე აქვთ ნასწავლი 100% დან 99.7%-ს ნასწავლი. გულის სიღრმეში ყველა მეგრელი სეპარატისტია, ეგ არის მწარე რიალობა.
gego
27 ოქტომბერი 2017 10:04
12
მეგრული ენა გვაღიზიანებსო და მეგრულად რატომ ლაპარაკობენ თბილისშიო ზოგმა.
რა ენაზე უნდა ილაპარაკოს ორმა (ან რამდენიმე) ადამიანმა, რომელის სალაპარაკო მშობლიური ენა არის X-ი? უნდა ილაპარაკოს თუ არა X-ზე? თუ შენ რომ არ იცი ეგ ენა ამიტომ იმან არ უნდა ილაპარაკოს?
სამეგრელოში ჩასულხართ და თქვენთვის ქართულად არ გაუციათ პასუხი და მეგრულის სწავლა დაუძალებიათ??
ორი ქართველი ამერიკაში თუ ცხოვრობს ერთმანეთშიც ინგლისურად უნდა ილაპარაკონ??
საიდან მოდიხართ ამდენი უიმედოდ ბნელები
დურუ მარგალი
30 ოქტომბერი 2017 10:48
1
სულ ვნახულობთ რომ შენისთანა ხალხი შეხვდეს და არა მხვდებიან! გაგანათლებდი ხელად "სეპარატისულად ". სომხები როცა საუბრობენ ერთმანეთში ქართველები თანდასწრებით, მაშინ როგორ იქცევიან? თუმცა დარწმუნებული ვარ მათი ენა კარგად გესმის
ტარას
28 ოქტომბერი 2017 01:47
2
ყველა გამოხმაურება
88 კომენტარი აქ და თითქმის ყველა მოღალატეს ეძახის ამ ბიჭს,მითხრას ვინმემ ეგრეთწოდებულმა ფეხბურთის მამებმა,ფედერაციამ რამე გააკეთა ამ ბიჭის გადმოსაბირებლად? შესთავაზეს სხვაზე უფრო კარგი პირობები? თუ ისევ ჰგონია ზოგს რომ ყველა თანასწორი უნდა იყოს გუნდში. ? არადა მართლა საუკეთესო მცველია დღეს რუსეთის ჩემპიონატში. მე ვადევნებ თვალყურს მის თამაშს.ბოლომდე იხარჯება,რაც ყველას არ შეუძლია.ის რომ დღეს რუსეთის ნაკრებში თამაშობს ეს კობიაშვილის ბრალია და სხვებისაც და არა მისი და ოჯახის. რა გასაკვირია ის რომ თუ რუსეთში დაიბადება ბავშვი უფრო რუსული მენტალიტეტი ექნება,ვიდრე ქართული, გენებს არ ვგულისხმობ. ასე რომ მოღალატეები სხვაგან ეძებეთ
დავით 67
27 ოქტომბერი 2017 08:19
4
ეს ინტერვიუ არ არის ამ ფეხბურთელის ბრალი.ეს არის თვითონ საქართველოს ვაი პოლიტიკოსების და პოლიტიკის ბრალი,რომ არ არსებობს იდეოლოგია ერს არა აქვს იდეოლოგია.ეროვნულ ცნობიერება მოკლეს და კლავენ ,საქართველოს ისტორიას წესიერად არ ასწავლიან,.სამოქალაქო ომებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ეროვნულ ერთობას,გაიხსენეთ"ზუგდიდი ავიღეთ,სენაკი დავიპყარით,და ა.შ."ეს უახლესი ისტორიაა,არ უციან ახალგაზრდებმა რომ,აფხაზეთი,სამეგრელო, იმერეთი ,გურია,აჭარა,რაჭა ,სამცხე,ჯავახეთი,ქართლი ,კახეთი,სამაჩაბლო,ყველა ჩემი სამშობლოა დალოცვილი საქართველო.
გრიგოლ
27 ოქტომბერი 2017 05:45
0
მე გლდანელი ვარ წარმოშობით... არსებობს ასეთი ხალხი საქართველოში....
ბონდო შებერტყილაძე
26 ოქტომბერი 2017 23:33
1
:))))))))))) ჩაგეთვალა... იმედია სამეგრელოც არ მოითხოვს ავტონომიას ან ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფას ))))) თუ ამ ტიპის უცოდინარობით და სისულელეების ლაპარაკით ვიმსჯელებთ, ალბათ სადღაც ამასაც უშვებენ :))))))))
222
27 ოქტომბერი 2017 10:41
4
ვინც აქ ბრძნულ წიაღსვლებს აკეთებს მეგრელობაზე, სამეგრელოზე, ქართველობაზე, საქართველოზე და შეურაცხყოფას აყენებს ყველა მოაზროვნე ქართველს, ვისაც თავისი უვიცობის გადმოფრქვევა სიბრძნის სიმფონია ჰგონია, მე როგორც მეგრელი მაშასადამე ქართველი გეტყვით, რომ წადით ბიძია და ორი წიგნი წაიკითხეთ, საქართველოს ისტორიას გადახედეთ, მეგრული ერთი ორი სიტყვა ისწავლეთ, სამეგრელოში ჩადით და მეგრელებს ეწვიეთ ოჯახში, ნახეთ და თუ ვინმე ნახეთ თქვენზე ნაკლებად გულდამწვარი საქართველოზე მერე გამართული ქართულითაც დაგვიწერეთ რამე კომენტარი, მანამდე კი ვიცი რისი ღირსებიც ხართ, მაგრამ არ ვკარგავ თქვენი გამოსწორების იმედს...
პ.ს. რეგვენს რა გამოლევს საქართევლოში, ეს ჯიქია აღმოჩნდა ამ ჯერზე...
ქორთუ
26 ოქტომბერი 2017 18:01
2
მომეშვა, ქართველი არ ყოფილხარ... საქართველოს მოღალატე არა , მაგრამ სამეგრელოს მოღალატე თუ ხარ, რას გეუბნება მაგაზე მეგრელი ერი.
izi
26 ოქტომბერი 2017 17:27
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული