გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
ვერ ხვდებით ხალხო რომ კრემლის პროპაგანდაა? ამან თვითონ აირჩია რუსეთის ნაკრები, საბა კვირკველიას კიდევ კაპელო ეხვეწებოდა, მაგრამ უთხრა ქართველი ვარ და იქ უნდა ვითამაშოო. ასევე, გაიხსენეთ ფოცხვერიას ამბავი, 19 წლის ბიჭმა არც ენა იცოდა და არც დამწერლობა, მაგრამ საქართველოს ნაკრები არჩია. ჯიქიას ნაირ დედა******* ხალხზე ნუ დავკარგავთ დროს, მით უმეტესს ამის პოზიციაზე ნამდვილად არ გვიჭირს!!
gio
26 ოქტომბერი 2017 09:50
2
მეგრელი...ასეთი ხალხი არსებობს კიარ ისინი ნამდვილი სულით და ხორცით ქართველები არიან თავისი ლამაზ დიალეკტზე საუბრობენ და მგერიან კიდე უკეთესად.შენ არც მეგრელი ხარ იმიტომ მეგრელებს არუნდათ შვილი ვისაც საქაღთველო არ უნდა.ახლა შენც მეგრელი ხარ და და ჩვენი სიმაყეები შენგელია ხურცილავაც?ან ალქსი შუშანია თუიცი ვინ იყო?და რა უთხრა კომუნისტებს?რომ იცოდე ასეთ სისულელეებს არ იტყოდი.და ჯანოს კიდევ დიდი მადლობა რომ ჩვენი უიგბლო მაგრამ მაინც ეროვნული ნაკრები აირჩია
xoneli
26 ოქტომბერი 2017 09:45
0
სტალინს და ბერიას, ბაგრატიონს არ დაუფასეს ძალად რუსობა და ამ საცოდავ ნახევრადფეხბურთელს გონია რუსეთში ძეგლს დაუდგამენ, ეგ მთხლეკაცა, მესხის და ყიფიანის ქვეყანაში ვიღაც ტილიანი ფეხბურთელი რატომ უნდა ვიცნო, ეგეც საკითხავია, არ გავარტყი!... ბოლო ის იქნება რუსეთში ნახმარი და გამოსმული ისევ ისტოტრიულ სამშობლოში ჩამოეთრევა და ტირილში ამოძვრება სული...
ასდა
26 ოქტომბერი 2017 09:44
1
კრიტიკა იმაზე მეტია ვიდრე იმსახურებს.არასწორად გამოთქვა აზრი,რადგან სამწუხაროდ არ ესმის.......
რომ არ იცოდეს,რომ ქართველია,მაშინ კითხვაზე:,, ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?
- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ. ,,-...უპასუხებდა,რომ არ არის ქართველი და არც განიხილავდა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას!..ასეა ეს და არ არის საჭირო ლანძღვა იმაზე,რაც არც გაუფიქრებია,არც დაუშვია.მან პასუხით პრაქტიკულად დაადასტურა,რომ ქართველია სამეგრელოდან!
რა შეეხება მის საქართველოს ნაკრებში თამაშს.ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები,რომელსაც აქვს სათამაშო პრაქტიკა კლუბში(უპრაქტიკოები ისედაც ბლომად გვყავს),მაგრამ როცა ჯიქია ,,სპარტაკში,,გადავიდა,უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მას ,,სპარტაკის,,ძირითადში ადგილი მოეპოვებინა თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა!ხოლო თუ ძირითადში ვერ ითამაშებდა,არ ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა,მაშინ უკვე არც საქართველოს ნაკრებს გამოადგებოდა...ჩამოსული იყო ჯიქია საქართველოში, ,,გასაკეთებელი,,იყო ევროპული კლუბი,მაგრამ ვერ მოხეხდა და ...უკაცრავად და საფეხბურთო საკლუბო კარიერა ფეხებზე ვერ დაიკიდა,ვერ თქვა უარი ,,სპარტაკის,,მიერ ფინანსურად ძალიან კარგ შეთავაზებაზე.ნათესავებიც ტვინს ,,გაუბურღავდნენ,,:,,ფარა,ფარაო,,და ...რა გვიკვირს?ქართული კლუბებიდან ხომ ფეხბურთელები არამარტო სპორტული თვალსაზრისით მიდიან უცხოეთში?ზოგი ხომ საერთოდ ისეთ კლუბში მირბის,რომლის სახელწოდებასაც პირველად გაიგებს ფეხბურთის ყველაზე ,,გიჟი,,ქომაგიც და ...
სხვა საკითხია,რომ მეტი უნდა ესმოდეს და რუსეთის ნაკრებში მაინც არ უნდა ეთამაშა,მაგრამ მაგდენი ,რომ ესმოდეს გარშემო ახლო წრე ურთიერთობის ახალგაზრდა ბიჭს შესაბამის ცნობიერებას და ღირებულებებს უნდა უყალიბებდეს
პ.ს. რაც შეეხება მის ნაკლებად ქართულის ენის ცოდნას-მე ვიცი მოსკოვში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველი,რომელმაც აღიარა,რომ ქართული ისწავლა მოსკოვში ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში.მდგომარეობა ქართული ენის არ იყო სახარბიელო(რბილად)საბჭოთა საქართველოს დროს აფხაზეთის ასსრ-ში...უფრო რუსულად
ზაზა
26 ოქტომბერი 2017 09:41
10
აუ, რამდენი გიწერიათ ამ ერთი უღირსი ლაწირაკის გასამართლებლად. ჯერ ერთი, აქ მაგის დახვრეტასა და ციხეში ჩასმაზე არავინ საუბრობს, ასე მკერდით რომ გადაეფარეთ. აქ არის ადამიანის შეფასებაზე საუბარი, ხოდა შეიძლება ძალიანაც არ მოგწონდეთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც შენი ქვეყნის მტრის ჟურნალისტს რომ ასიამოვნოს, მეგრელები ქართველები არ არიანო დაუდასტურებს, ცუდი ტიპია და ასეთ შეფასებას მიიღებს ყოველთვის. ეთქვა გარუსებული ვარო და ვინ რას ეტყოდა. დავიჯერო ვერ შეამჩნიეთ, რომ ქართველობა რომ ახსენა, ეგრევე მეგრელი არა ხარო, ჟურნალისტმა შეახსენა და ამანაც აბა რა, ჩვენ სხვა ხალხი ვართო, საჩქაროდ დაუდასტურა. არ იცის, არა ტოლმა. ასიამოვნა უბრალოდ. ხოდა ვინც ასეთ საქციელს "აპრავებს", თვითონ არის მზად იგივე გააკეთოს ფულის სანაცვლოდ.
კიდევ, ძალიან გამეცინა, ვერ მცნობენო და ამიტომ ფეხბურთი არ ესმითო. ჯერ ერთი "სპარტაკი" რა გუნდია, რომ მაგის ფეხბურთელს ვინმე, სადმე ცნობდეს და მეორე ეგ თვითონ რას წარმოადგენს.
გაიტანეთ გრენლანდია
26 ოქტომბერი 2017 13:17
2
სტატიის ავტორს... ესეთ სათაურს რატომ უკეთებთ სტატიას? ისედაც მთელი ფსბ მუშაობს იმაზე რომ მეგრელები შეაზიზღონ საქართველოს და საბოლოოდ დაშალონ ქვეყანა რაც საკმაოდ კარგად გამოსდით... კიდევ ცეცხლზე ნავთს ასხამთ? ხომ შეიძლება ისტორიიდან ვისწავლოთ გაკვეთილები...
რატო წეთ სისულელეს
26 ოქტომბერი 2017 09:32
2
თუ მეგრელად თვლი თავს უფრო არ უნდა გეთამაშა რუსეთის ნაკრებში 300 000 ქართველიდან რომელიც რუსრთმა გამოდევნა აფხაზეთიდან უმრავლესობა მეგრელი იყო. შენ პირველ რიგში სამეგრელოს უღალატე და მერე სრულიად საქართველოს.
გიო
26 ოქტომბერი 2017 09:25
0
არ არის ეს ადამიანი ქართველი და დაანებეთ თავი როდესაც ფედერაციას ვსაყვედურობთ ეს რატომ არ მოყავს ის რატომ არ მოყავთო ეხლა ხომ ჩანს რომ ასეთებთან საუბარს აზრი არ აქვს მსგავსი ტიპი რომც დაითანხმო შედეგი მაინც არ იქნება
nnn
26 ოქტომბერი 2017 09:24
0
ისე აზროვნებ რო არ დამენანე.კარგი გიქნია რუსეთი რო აირჩიე.
ერთი გამოყ... ნაკლები ითამშებს ქართულ ნაკრებში.
ნიკო
26 ოქტომბერი 2017 08:46
0
შენ არ ხარ ქართველი და მითუმეტეს არც მეგრელი, შენ ხარ მუნდი (თუ მეგრული გესმის)
zaza 197
26 ოქტომბერი 2017 07:36
1
ბწვეი მეგრელი ასე რომ ფიკრობს ცუდია..მეგ.....
martali
26 ოქტომბერი 2017 06:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული