გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
მეგრულის და სვანურის (ქართულის წინარე ენების) ფაკულტატური სწავლება უნდა იყოს სამეგრელოში და სვანეთში. არ შეიძლება სირაქლემას პოზიციიდან ამ საკითხზე ყურება. ნახეთ გამყრელიძის ქართული ენის ,,ხე" ძირი პროტოქართულია, მერე კოლხური, მერე მეგრულ-სვანური და მერეა ქართული. კომენტარები დამაფიქრებელია.
ss
26 ოქტომბერი 2017 10:33
5
ძალიან მაინტერესებს, რატომ წერთ ჟურნალისტები სტატიებს ფეხბურთელზე, რომელზედაც არ უნდა წერდეთ??? არ არის არანაირად საინტერესო ამ ადამიანის პრობლემები ჩვენთვის და ასეთი სტატიებით უფრო უარყოფითად განაწყობთ მკითხველს და მათში აგრესიას იწვევთ. ჯიქია! ჯიქია! თითქოს რაიმე განსაკუთრებული მომხდარიყოს. წავიდეს და სადაც უნდა იქ ითამაშოს და თუ უნდა მოზამბიკელად ჩათვალოს თავი
ggg
26 ოქტომბერი 2017 10:29
1
რას ერჩით ამ ბიჭს,მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა.მადლობა რომ მეგრული და ცოტა უარესად ქართული იცის.მშობლებმაც ასე ურჩიეს.მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის კარგი შანსები აქვს.მე მაგალითად სპარტაკს მისი და ანანიძის გულისთვის ვგულშემატკივრობ ჩემპიონთა ლიგაზე.წარმატებებს ვუსურვებ.
jumber
26 ოქტომბერი 2017 10:27
11
კიდე კაი რომ ვერ გიცნეს,ტორემ დაასრულებდი კარიერას
gaza
26 ოქტომბერი 2017 10:24
2
თუ მეგრელად თვლი მით უფრო არ უნდა გეთამაშა რუსეთის ნაკრებში. აფხაზეთიდან 300 000 ქართველი, ძირითადად მეგრელები (მათ შორის ჯიქიები) რუსეთმა გამოდევნა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ქართველები იყვნენ. ჯიქიამ პირველ რიგში სამეგრელოს უღალატა და მერე სრულიად საქართველოს!
giorgi
26 ოქტომბერი 2017 10:12
4
სავსებით შესაძლებელია ამ ბიჭს ეს მსოფლმხედველობა 90-იანი წლების (უახლოესი წარსულის) მხედრიონის და მისი დამქაშების სამეგრელოზე "ძლევამოსილი" და "წარმატებული" ეგზეკუციის-დალაშქვრის შემდეგ ჩამოუყალიბდა,როცა ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია ამ კუთხის "სამართლიან" დასჯას მოითხოვდა.
duru margali
26 ოქტომბერი 2017 10:11
11
როგორც ჩანს, "მხედრიონი" სამეგრელოში ზოგჯერ სწორად იქცეოდა.
Tengo
26 ოქტომბერი 2017 12:22
22
ეს ბიჭი სამეგრელოს დარბევის დროს დაბადებულიც არ იყო და რაც არ უნახავს, ვერც ემახსოვრება. რაც მშობლებმა ასწავლეს, ის იცის. ისე, ასეთ ფაქტებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, ეჭვი მიჩნდება-ზოგ რამეში ჯაბა იოსელიანი და "მხედრიონი" არ ტყუოდნენ. ორი კვირის წინ ინგლისელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე, რომელიც აფხაზეთის ომს და სოხუმის დაცემას შეესწრო. აფხაზეთის დაცემის და მსხვერპლის მთავარ მიზეზად ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს ასახელებს, რომლებსაც ფაქტიურად აფხაზების მომხრეებად განიხილავს, რადგან იმ ომში სამთავრობო ჯარს და "მხედრიონს" უპირისპირდებოდნენ ე.წ. "კანონიერი პრეზიდენტის" მხარდამჭერების საფარველით.
ლევანი
26 ოქტომბერი 2017 12:10
9
ეს რუსეტში გაიზარდა და ოჯახს მოეთხოვება ვინც ეს გაზარდა რატომ არ ჩაუნერგეს საქართველოს სიყვარული და ვინ ასწავლა რომ მეგრელები ქართველები არ არიან
იქნებ მამამისს მოვთხოვოთ პასუხი
ZAZA
26 ოქტომბერი 2017 10:10
2
ის როგორც აღზარდეს მშობლებმა და რასაც ოჯახში ხედავს, იმას ამბობს. მათ კი, ალბათ ის უთხრეს, მეგრელები ქართველები არ არიანო(განსაკუთრებით 1990-იან წლებში ბევრი ამბობდა ასე). განათლებას ნუ თხოვთ, ეს მხოლოდ მისი კი არა, ზოგადად სპორტსმენების პრობლემაა(იშვიათი გამონაკლისის გარდა). საერთოდაც, რატომ ტეხთ აჟიოტაჟს. ქართული წარმოშობის ვიღაც ადამიანი რაღაცა საქმეს აკეთებს რუსეთში. უამრავია მაგის მსგავსი. თურმე ქუჩაში იმიტომ ვერ ცნობენ, ფეხბურთი არ აინტერესებთ. რომელი მესი, ან რონალდუ ეგ არის, ქუჩაში რომ ცნობდნენ?! მოკლედ, აკეთოს რაც უნდა, უბრალოდ, ჟურნალისტის პროვოკაციულ შეკითხვებს არ უნდა აყვეს, თუმცა არც ეგ არის განსახილველი.
თორნიკე
26 ოქტომბერი 2017 10:06
1
ყველა ინფორმაციას გადამოწმება ჭირდება, დარწმუნებული ვარ ეს არის რუსი ჟურნალისტის ნაცოდვილარი პროვოკაცია. (კითხვებსაც ეტყობა რომ, ცდილობს ბიჭს რაღაც წამოაცდევინოს) ქართველები კი პროვოკაციას ადვილად წამოვეგებით ხოლმე.
ფრთხილად შეფასებებში და მტერს ნუ ვახარებთ!
qarum wereTeli
26 ოქტომბერი 2017 10:02
2
ეს "კაცი" გახლავთ ჩვეულებრივი სირგო.
888
26 ოქტომბერი 2017 09:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული