რუმინეთის თასზე უხელებო ფეხბურთელმა ითამაშა

AutoSharing Option
რუმინეთის თასის 1/16 ფინალში "მაიოვენმა" თერტმეტმეტრიანების სერიაში 5:4 დაამარცხა "პეტროლული" (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა).სტუმართა გუნდში ოვერტაიმში შეცვლაზე შევიდა 18 წლის ნახევარმცველი კოსმინ ლამბრუ, რომელმაც 9 წლის წინ ავტოავარიაში ხელები დაკარგა და პროთეზები უკეთია.

ლამბრუმ რუმინულ Gazeta Sporturilor-ს მოუყვა, თუ რა დაემართა:"მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი და დავინახეთ, მოცურებული სატვირთო ავტომობილი როგორ მოექანებოდა ჩვენსკენ. გაზის მილს ამოვეფარე, ხელებით ჩავეჭიდე და მანქანამ ხელები მიმაჭყლიტა.

ვერასოდეს დავივიწყებ ამას. დროზე გამიკეთეს ოპერაცია, თორემ მკლავის გარეშე დავრჩებოდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული