რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუმინეთის თასის 1/16 ფინალში ბუქარესტის "სტიუამ" სტუმრად მესამე დივიზიონის კლუჟის "სენტანტეი" გაანადგურა (6:1). შეხვედრის მე-60 წუთზე მწვრთნელმა შეცვლაზე შეუშვა 14 წლის თავდამსხმელი იოანის სტოიკა, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მეორე წუთზე გოლი გაიტანა.

იოანისი არმიული გუნდის ყოფილი მარცხენა მცველის პომპილიუ სტოიკას შვილია და "სტიუას" ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ფეხბურთელი გახდა.

ამავე ტურნირზე სტოიკაზე თვეებით უმცროსმა ფეხბურთელმა ითამაშა - "ვიტორულის" მწვრთნელმა გეოტგე ხაჯიმ "შკოლარ რესიტესთან" მატჩში (4:2) ბოლო 24 წუთი აასპარეზა ნახევარმცველი რობერტო მელეელე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული