ცნობილი რუმინელი ფეხბურთელის გეორგე ხაჯის შვილი, 19 წლის ნახევარმცველი იანისი შარშანწინ "ფიორენტინამ" 2 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ყმაწვილმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მამამისმა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ვიტორულის" პრეზიდენტიცაა და მწვრთნელიც, კონტრაქტი გამოისყიდა და ბიჭი გუნდში დაბრუნა.
იანისმა "ვიოლას" ძირითად შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა, დუბლებში კი 19 და 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.