ანჩელოტი: "ბაიერნთან" ჩემს კონტრაქტს ზაფხულში გასდის ვადა

AutoSharing Option
იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ The Independent-ს განუცხადა, რომ სულაც არაა კვლავ ინგლისში მუშაობის წინააღმდეგი:

"ახლა ფეხბურთის ყურების დრო მაქვს. ვეძებ დასაქმების ვარიანტებს, მაგრამ არა ამ ეტაპზე. "ბაიერნთან" კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და მაშინ დავიწყებ შემოთავაზებების განხილვას. რა თქმა უნდა, პრემიერლიგა ძალზედ საინტერესო ტურნირია, შესანიშნავი ატმოსფეროა სტადიონებზე. თუმცა, ბუნდესლიგაც კარგია.

ყოველდღე ჩემს შესახებ ახალ ამბებს ვიგებ: ხორვატია, ჩინეთი, "ევერტონი", "ჩელსი". ნუ გაანაწყენებთ ჩემს მეგობარს კონტეს, ერთმანეთს ხშირად ველაპარაკებით.

იტალიის ჩემპიონატი საინტერესოა. "მილანში" ბევრი რამ შეიცვალა, მისთვის მეოთხე ადგილი არ იქნება ურიგო შედეგი,
მაგრამ ამის მიღწევა გაუჭირდება.

შემეძლო "რომა" ჩამებარებინა, ოღონდ ეს ამბავი დი ფრანჩესკოს არ გააგებინოთ. ზაფხულში ყველა შემოთავაზებას განვიხილავ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული